სტანდარტული გაკვეთილები





გაკვეთილის გეგმა 

მასწავლებლის სახელი, გვარი, 
პირადი ნომერი: ლალი აბელაშვილი, 12001066264.
თარიღი: 2017.06.12
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური,  X კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 22 მოსწავლე.
გაკვეთილის თემა: გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.
გაკვეთილის მიზანი:
  • ·         მოსწავლეები გაეცნობიან და გააანალიზებენ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“  II თავის X-XI-XII-XIII ქვეთავების მიხედვით.
  • ·         შეძლებენ პარალელის გავლებას ბიბლიურ პერსონაჟთან.
  • ·         მოძებნიან და განმარტავენ ტექსტში არსებულ სახე-სიმბოლოებს


N.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1.
წინარე ცოდნის გააქტიურება
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
წიგნი. სლაიდ შოუ
2 წთ.
2.
კლასი დაყოფილია ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს ეძლევა კონკრეტული დავალება.

ინსტრუქციის მიცემა

ჯგუფური სამუშაო
წინასწარ მომზადებული ტექსტები

1 წთ.
3.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს.

პრეზენტაცია

ჯგუფური
ფლიქ ჩარტები

20 წთ.
4.
ტექსტში ბიბლიური სახე-სიმბოლოების ამოცნობა და განმარტება.

ტექსტის კითხვა

ინდივიდუალური

წიგნი

7 წთ.
5.
კლასში შესწავლილი მასალის გამთლიანება, შეჯამება,ანალიზი,მთავარი სათქმელი.

კითხვა-პასუხი

მთელი კლასი

წიგნი

10 წთ.
6.
შეფასება



4 წთ.
7.
საშინაო დავალება



1 წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ესგ სტანდარტი:
  •  ქართ.X.3 აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება(ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, მე მგონია და სხვა).
  •  ქართ.X.7 ტექსტიდან ამოკრეფს ფაქტობრივ ინფორმაციას(მოვლენათა თანმიმდევრობა, მოქმედების ადგილი, პერსონაჟთა ქცევა).
  •  ქართ.X.9. მოსწავლეს შეუძლია ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოების გაანალიზება(მსჯელობს ავტორის მიერ გამოყენებულ სახე-სიმბოლოებზე და მათ ფუნქციაზე).

შეფასება:   განმავითარებელი
                   განმსაზღვრელი.

ხელმოწერა:
თარიღი: 6.12.2017წ.


შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები.
8-10
5-7
1-4
თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ გაცნობა, გააანალიზება
მოსწავლე გაეცნო და გააანალიზა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
მოსწავლე გაეცნო და ნაწილობრივ გაანალიზა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
მოსწავლეს გაუჭირდა თხზულების გაცნობა გააანალიზება
პარალელის გავლება ბიბლიურ პერსონაჟთან
მოსწავლემ გაავლო პარალელი ბიბლიურ პერსონაჟთან
მოსწავლემ გაავლო პარალელი ბიბლიურ პერსონაჟთან, თუმცა გაუჭირდა პერსონაჟებს შორის საერთოს ამოცნობა


მოსწავლემ ვერ გააავლო ბიბლიურ პერსონაჟთან პარალელი
ტექსტში ბიბლიური სახე-სიმბოლოების ამოცნობა
მოსწავლემ ამოიცნო და განმარტა სახე-სიმბოლოები
მოსწავლემ ამოიცნო მაგრამ ვერ განმარტა სახე-სიმბოლოები
მოსწავლემ ვერ ამოიცნო და ვერ განმარტა სახე-სიმბოლოები





რეფლექსია
          ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლე გაცნობოდა და გაეზიარებინა გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" II თავის 10; 11 და 12; 13 ქვეთავების მიხედვით. გაეზიარებინა რა კუთხით უნდა გაევლო პარალელი ებრაელების მამამთავარ აბრაამსა და გრიგოლ ხანძთელს შორის, ამოეცნო და განემარტა ტექსტში არსებული ბიბლიური სახე–სიმბოლოები.
          გამოწვევის ფაზაზე მოტივაციის მიზნით, არსებული ცოდნიდან დავსვი შეკითხვები. გაკვეთილის გეგმის მიხედვით, ჩავატარეთ ჯგუფური სამუშაო, ჯგუფები იყო შერეული. ჩემ მიერ ზეპირი ინსტრუქციების მიხედვით ასრულებდნენ დავალებას, ჯგუფების მიერ არჩეულმა ლიდერებმა წარმოადგინეს შესრულებული სამუშაო. მოძებნეს ტექსტში არსებული სახე–სიმბოლოები, განმარტეს და ამოიცნეს თუ რა მიზნით იხმარა მწერალმა.
          შემდეგ კი მრავალფეროვანი, სააზროვნო შეკითხვების დასმით ვუბიძგებდი და მოსწავლეებმა შეაჯამეს და გაამთლიანეს კლასში შესაწვლილი მასალა, დაფიქრდნენ და გამოიტანეს დასკვნა, თუ რა იყო ამ გაკვეთილის მთავარი სათქმელი.
          გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ფასილიტატორი ვყოფილიყავი და ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს. მოსწავლეები მართლაც აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.
          ჩემი აზრით, ამგვარად წარმართულ გაკვეთილში, სწავლა აქტიური პროცესია. მასწავლებლის ინსტრუქციების დახმარებით მოსწავლეებმა გააკეთეს დავალება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა.
          ვინაიდან, გაკვეთილის ორგანიზაციის ფორმა გახლდათ შერეულ ჯგუფებში მუშაობა, ამიტომ მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე ერთ–ერთმა მოსწავლემ შეახსენა ჯგუფური მუშაობის წესები.
          გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების კრიტერიუმთა ჩამონათვალი, რათა თითოეულ მოსწავლეს გაეანალიზებინა საკუთარი წვლილი ჯგუფური მუშაობის დროს.
          მიმაჩნია, რომ შეფასების ეს ინსტრუმენტი დამეხმარა ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეთა ინდივიდუალური პასუხიმსგებლობის გაცნობიერებაში.
          გაკვეთილის მსვლელობისას მომიხდა გეგმის კორექტირება, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. (ელ. ენერგიის გათიშვის გამო) მომზადებული სლაიდ–შოუ ვერ გავუშვი დიდ ეკრანზე, თუმცა ვაჩვენე კომპიუტერის საშუალებით.
          ჩემი აზრით, შემდგომი გაკვეთილის ჩატარებისას უნდა გავითვალისწინო, რომ ჯგუფებში ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მეტი ყურადღება დავუთმო, რათა აქტიურად ჩაერთნენ დავალების შესრულებაში.


No comments:

Post a Comment