სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები

ინტეგრირებული    პროექტის   გეგმა
პროექტის სახელწოდება-„დედა“
პრობლემა-მეორე კლასის მოსწავლეები ვერ ასახელებენ  სიტყვა დედის ფუძით ნაწარმოებ სიტყვებს, ზოგიერთი ძალიან ცნობილი სიტყვის გარდა.  ამავე დროს არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ასევე უჭირთ საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით.
  ვერ მღერიან დედისთვის მიძღვნილ ქართულ სიმღერებს.
  უჭირთ საკუთარი ჩანაფიქრის გადმოცემა ნახატზე.
პირველად ამეტყველდებიან ინგლისურ ენაზე ფართო აუდიტოორის წინ.


მეშვიდე კლასის მოსწავლეებს უჭირთ თავისუფალი თემის წერა კედლის  გაზეთისათვის გარკვეულ თემატიკაზე.
    არ იცნობენ ქართველი მწერლების მხატვრულ ნაწარმოებებს, სადაც დედის სახეა გადმოცემული.
პროექტის აქტუალურობა- პროექტი აქტუალურია იმით, რომ მეორე კლასის მოსწავლეები ისწავლიან ინტერნეტის მიზნობრივად მოხმარებას. ყველა აქტივობით პროექტის ფარგლებში გამოხატავენ სითბოს ,  სიყვარულს და პატივისცემას დედის მიმართ. დაფიქრდებიან დედის დიდ ღვაწლზე.
    მეშვიდე კლასის მოსწავლეები ასევე საკუთარი შემოქმედებით გამოხატავენ დედების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
მიზანი- მეორეკლასელები ისწავლიან:
  • ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებას.
  • ლექსის მხატვრულად კითხვას.
  • ნამუშევრის შექმნას. (მისალოცი ბარათის).
  • ნახატზე ჩანაფიქრის გადმოცემას.
  • ინგლისურ ენაზე მეტყველებას.
  • პერსონაჟის როლში შესვლას.
  • დედაზე სიმღერას მინუს ფონოგრამაზე.
  • შეიქმნება სლაიდშოუ ბავშვების ნახატებით და ლამაზი მუსიკით დედებისა და ბავშვების გასახალისებლად.


    მეშვიდე კლასის მოსწავლეები ისწავლიან:
  • თავისუფალი თემის წერას და საკუთარი ნაშრომის წარდგენას ფართო აუდიტორიის წინ.
  • გააკეთებენ კედლის გაზეთის პრეზენტაციას, სადაც თავიანთი შეფასებით შერჩეული თემები იქნება წარმოდგენილი.
  • გაეცნობიან ქართველი მწერლების მხატვრულ ნაწარმოებებს, სადაც დედის სახეა წინ წამოწეული.
ამოცანები და განხორციელების გზები


პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
   მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გაეცნობიან უამრავ  ნაწარმოებს, მიიღებენ უამრავ ინფორმაციას, გამოუმუშავდებათ კვლევის, გარჩევისა და გაანალიზების უნარი.
    ბავშვები შექმნიან ნახატებს, ჩანახატებს, გაკეთდება სლაიდშოუ. როლური თამაშით ისწავლიან პერსონაჟის ხასიათში ჩაწვდომას. გაკეთდება ნახატების გამოფენა: „ჩემი დედიკო“. გაკეთდება კედლის გაზეთი: „ყველა დღე ხომ დედასია“. გაკეთდება ყველა ბავშვის დედისთვის მისალოცი ბარათი. ყველაზე მთავარი-დედებს აჩუებენ ერთ ლამაზ დღეს, სითბოს და სიყვარულს.
შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
მუს.II.2.მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.II.6.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ. II.2.შერეული მასალით და სხვადასხვა ტექნიკით ქმნის ღია ბარათებს.


ს.გ. II.4.ხატავს წარმოსახვით.
ს.გ. II.7.წარსდგება აუდიტორიის წინაშე, როგორც ნამუშევრის ავტორი და უზიარებს შთაბეჭდილებებს.
ს.გ. II.8. საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე.
უცხ.დ. II.9.ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს.
   ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ  სეგმენტებს.
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
  • ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;


ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.
  • კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ მას სხვებს უზიარებს / უცვლის.


ქართ.VII. 11.წერს ჩანახატს მოცემულ თემაზე სკოლის გაზეთისთვის, იცავს ტაქსტისთვის დამახასიათებელ ფორმას.
ქართ. VII. 13.სწორად იყენებს აბზაცს და თანმიმდევრულად აგებს თხრობას.
ქართ. VII. 14.წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას.




         პირველი ეტაპი
მეორეკლასელ მოსწავლეებში ჩეკლისტით ვამოწმებ თუ რომელ სიტყვას იცნობენ დედის ფუძით ნაწარმოებს. გაირკვევა მოსწავლეებში არსებული ცოდნის დონე.
დავსვავ თემატურ კითხვას-რატომ არის ქართულ ენაში სიტყვა-“დედა“ასეთი მნიშვნელოვანი?
შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას დედაზე წარმოდგენილი თემის გარშემო.
ამ იდეას გავუზიარებ: ხელოვნების, მუსიკის, ინგლისურის პედაგოგებს. ამავე იდეას სთავაზობს მეშვიდეკლასელებს ქართული ენის პედაგოგი ქ-ნი ლალი.  რადგან მათ ყველაზე მეტად უჭირთ თავისუფალი თემის წერა და თავისუფლად წარდგენა აუდიტორიის წინ საკუთარი შემოქმედების.
   ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხვავებული აქტივობები, ინტერნეტთან ურთიერთობა, ისინი ხალისით  იწყებენ მუშაობას პროექტზე.


  მეორე ეტაპი.
     ორივე ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები დაიწყებენ ინტერნეტიდან მასალების მოძიებას, ამოწერას, დახარისხებას. მეორეკლასელები იწყებენ სიტყვების სწავლას, სიტყვებზე ინფორმაციების სწავლას. მეშვიდეკლასელები იწყებენ წერას.  მასწავლებლები ფასილიტატორის მოვალეობას ვასრულებთ, ვეხმარებით და ვაძლევთ მითითებებს, ვიყენებთ შესაფასებლად განმავითარებელ კომენტარებს.


მესამე ეტაპი
ბოლო ეტაპზე მოხდება
ორივე ასაკობრივი ჯგუფის მიერ შესრულებული ყოველგვარი საქმიანობის წარდგენა   და შეფასება.


განხორციელების გზები:
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპზე  ვმონაწილეობთ მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებთან ერთად ვსახავთ სამუშაო გეგმას, მიზნისაკენ მიმავალ გზებს.  მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით მოხდება პროექტის თემის შერჩევა, რადგან  ერთ თვეში  ახლოვდებახდება  დედის დღე. მეორეკლასელი მოსწავლეების მშობლების ინფორმირება, იმის შესახებ, რომ დაგვჭირდება ინტერნეტი, დაგვჭირდება მათი დახმარება და გვესაჭიროება მუშაობისთვის ფერადი ქაღალდები, მათ ჯერ არ ეცოდინებათ რისთვის არის საჭირო.
        მეორე ეტაპზე ხდება  მშობლების უფრო აქტიურად ჩართვა ინფორმაციის მოძიების თვალსაზრისით. ასევე ყველა ზემოთ აღნიშნული საგნის მასწავლებელი იწყებს მუშაობას მიზნის მისაღწევად. შევამოწმებ მოძიებულ ინფორმაციის სისწორეს, დავეხმარები ლექსების შერჩევაში, სწავლაში და მხატვრულად წაკითხვაში, შესაბამისი ინტონაციით. ხელოვნების მასწავლებელი დაახატვინებს ბავშვებს დედების პორტრეტებს,  გააკეთებინებს მისალოც ბარათებს დედის დღისთვის.
მოეწყობა ნახატების გამოფენა.


მეშვიდეკლასელები კი იწყებენ ინდივიდუალურად ჩანახატებისა და თავისუფალი თემების წერას. კითხულობენ ჯერ კლასის წინაშე, ასწორებენ მასწავლებლის მითითებით ერთმანეთის რჩევებით. ამავე დროს ეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, სადაც ქართველი დედის სახეა გადმოცემული. იწერენ საჭირო ეპიზოდებს, სწავლობენ კიდეც და აანალიზებენ. მასწავლებელი აძლევს მითითებებს და ითვალისწინებენ. მუშაობენ კედლის გაზეთის გაფორმებაზე. არცევენ საუკეთესო ჩანახატებს კედლის გაზეთისთვის. ამ ეტაპზე შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი კომენტარებით.


   მესამე ეტაპზე ხდება პრეზენტაციის დღის შერჩევა. ხდება აუდიტორიის გაფორმება თემატიკის შესაბამისად. უკვე მზად არის ნახატების გამოფენა. მზად არის კედლის გაზეთი და გაკრულია თვალსაჩინო ადგილზე. მოწვეულები არიან სტუმრები: მშობლები, მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები. წინასწარ ეცნობიან შეფასების რუბრიკებს და იწყება პრეზენტაცია.


         რესურსები:
  • ინტერნეტი
  • მხატვრული ლიტერატურა
  • თაბახის ფურცლები
  • ფერადი ფურცლები
  • წებო
  • მაკრატელი
  • პროექტორი
  • ბუკი
  • ფერადი ფანქრები
  • ვატმანის ქაღალდი 2 ცალი.


პასუხისმგებელი პირი:
ნ. ციცვიძე.
ლ. აბელაშვილი.


მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის ყველა ეტაპი ანგარიშის სახით გვექნება  წარმოდგენილი,თანდართული დოკუმენტური მასალით, (ფოტოსურათები, საპრეზენტაციო ნახატები, საპრეზენტაციო ჩანაწერები. მესამე ეტაპს ჩავატარებთ მშობლების თანდასწრებით. მშობლები ნათლად  დაინახავენ თუ რა უნარების განვითარებას შეუწყო ხელი ამ პროექტმა. ეს უნარებია: ინფორმაციის მოძიების, მთავარი ინფორმაციის გამოყოფის, წერის უნარის განვითარება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, პრეზენტირების და თვითშეფასების უნარების განვითარება.


შეფასება და თვითშეფასება


პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა მეორეკლასელთათვის


კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
მოძიებული ინფორმაციის წარდგენა
საუბრობს დამაჯერებლად.
საუბრობს პაუზებით.
უჭირს ინფორმაციის წარმოდგენა.
ლექსის მხატვრული კითხვა.
კითხულობს ინტონაციით, მხატვრულად.
კითხულობს ინტონაციის გარეშე.
კითხულობს პაუზებით.
ლექსის წაკითხვა ინგლისურ ენაზე
კითხულობს ლექსს, სწორი გამოთქმები აქვს.
კითხულობს ზეპირად, არასწორი გამოთქმებით.
კითხულობს პაუზებით, არასწორად.
დედის პორტრეტის წარდგენა
საუბრობს ჩანაფიქრზე, გამოყენებულ ფერებზე.
ვერ გადმოსცემს დამაჯერებლად ჩანაფიქრს.
უჭირს საუბარი საკუთარი ნახატის ირგვლივ.
როლური თამაში
შედის პერსონაჟის ხასიათში.
იმეორებს პერსონაჟის ფრაზებს, უჭირს ხასიათში შესვლა.
ვერ იმახსოვრებს ფრაზებს.
მისალოცი ბარათის შექმნა.
ფერადი ქაღალდებით ქმნის კომპოზიციას მისალოცი ბარათისთვის.
მასწავლებლის დახმარებით ქმნის კომპოზიციას მისალოცი ბარათისთვის.
მასწავლებლის დახმარებითაც უჭირს კომპოზიციის შექმნა.
სიმღერა დედაზე
იცის ტექსტი, მღერის სწორად.
იცის ტექსტი, მღერის შეცდომით.
არ იცის ტექსტი, ვერ მრერის სწორად.






მეორეკლასელთა  თვითშეფასების რუბრიკა

თვითშეფასბის კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
მოძიებული ინფორმაცია წარვადგინე
დამაჯერებლად
პაუზებით
გამიჭირდა
ლექსი წავიკითხე
მხატვრულად, ინტონაციით
ინტონაციის გარეშე
პაუზებით
ლექსის წაკითხვა ინგლისურ ენაზე
წავიკითხე , მქონდა სწორი გამოთქმები
წავიკითხე არასწორი გამოთქმებით
წავიკითხე პაუზებით, არასწორი გამოთქმებით
დედის პორტრეტის წარდგენა
ვისაუბრე ჩანაფიქრზე, ფერების შერჩევაზე
ვერ გადმოვეცი დამაჯერებლად ჩანაფიქრი
ვერ ვისაუბრე ჩემი ნახატის ირგვლივ
როლური თამაში
შევედი პერსონაჟის ხასიათში
ვიცოდი ფრაზები, მაგრამ ხასიათი ვერ ვაჩვენე
არ ვიცოდი ფრაზებიც კი
მისალოცი ბარათის შექმნა
მე თვითონ შევქმენი
შევქმენი მასწავლებლის დახმარებით
გამიჭირდა მასწავლებლის დახმარებითაც კი
სიმღერა დედაზე
ვიცოდი ტექსტი, სწორად ვიმღერე
ვიცოდი ტექსტი, გამიჭირდა სწორად სიმღერა
ვერ ვისწავლე ტექსტიც კი




მეშვიდეკლასელების  შეფასების რუბრიკა პრეზენტაციაზე
კრიტერიუმები
1-4
4-6
6-8
8-10
ინდივიდუალურად წერს თემას დედაზე: „ყველა დღე ხომ დედასია“.
წერს ნაწილობრივ, არასრულყოფილად.
წერს, მაგრამ ვერ იცავს მოვლენების თანმიმდევრობას.
წერს, მაგრამ აქვს მცირე ხარვეზები.
წერს სრულყოფილად, თანმიმდევრულად აგებს თხრობას, იცავს მოცემული ტექსტისთვის დამახასიათებელ ფორმას. პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ეძებს მასალას ინტერნეტში ქართველი მწერლების შემოქმედებიდან მოცემულ თემაზე.
უჭირს მასალის მოძებნა.
მოიძიებს არასრულყოფილად.
მასალას მოიძიებს სრულყოფილად, მაგრამ უჭირს ორგანიზება.
მოიძიებს, მსჯელობს და აანალიზებს დედის დამოკიდებულებას შვილისადმი.
დამოუკიდებლად აზროვნება და ზოგადი განათლება.
არ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება.
ნაწილობრივ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება.
დამოუკიდებელი აზროვნება ჩანს.
მკაფიოდ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება.
ლექსიკა და სტილი.
სტილურად გაუმართავია, ლექსიკა მწირია.
გვხვდება სტილური ხარვეზები, ლექსიკა ღარიბია.
გვხვდება სტილური ხარვეზი, ლექსიკა დამაკმაყოფილებელია.
სტილი გამართულია, ლექსიკა მდიდარია.
ორთოგრაფია, მორფოლოგია, სინტაქსი, პუნქტუაცია.
არის ამ ტიპის
14-ზე მეტი შეცდომა.
არ არის ამ ტიპის
7-10-ზე  მეტი შეცდომა.
არ არის ამ ტიპის
4-6-ზე მეტი შეცდომა.
არ არის ამ ტიპის
3-ზე მეტი შეცდომა.
ორგანიზებულობა.
ვერ ახერხებს ყურადღების მობილიზებას.
პერიოდულად უყურადღებოდაა.
საკუთარ ნამუშევარს ყურადღებით კითხულობს, მაგრამ არ უსმეს ამხანაგებს.
ყურადღებით ასრულებს დავალებას, უსმენს ამხანაგებს და აანალიზებს მათ ნამუშევრებს.







თვითშეფასების რუბრიკა
თვითშეფასების კრიტერიუმები.
დიახ
ვერ
მოვახერხეთ მოტივაციის აღძვრა.
V

მივაღწიეთ გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს
V

აქტივობები განსაზღვრულ დროში განვახორციელეთ.
V





         ამოცანების განსახორციელებელი დროის ტაბულა
პირველი დღე-სამოტივაციო გაკვეთილი ორივე საფეხურზე- 40 წთ. 1.02.2014წ.
მეორე ეტაპი-4 კვირა
მესამე ეტაპი- 28.02.2014წ.


      პროექტის რისკ ფაქტორები
პროექტში რისკებს ვერ ვხედავთ.


      პროექტის ბიუჯეტი
უმნიშვნელო.


      პროექტის პირველი ეტაპის ანგარიში
       პირველი ეტაპის მიზანი იყო ორივე საფეხურის მოსწავლეებში აღგვეძრა ინტერესი  თემის ირგვლივ, რაც გამოგვივიდა და მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
        მეორე ეტაპის მიზანი იყო დასახული ამოცანების შესრულება. დროში გათვლილი აქტივობების შესრულება. გეგმის მიხედვით მოხდა პროექტის დასრულებაც .არსებობს ფოტომასალა პროექტის მეორე ეტაპის ამსახველი, რომელიც თან დაერთვება პროექტს.
    მესამე ეტაპი -პრეზენტაცია გაიმართა 28 თებერვალს. ყველა მოსწავლე მონაწილეობდა მეორეკლასელი. ორი მეშვიდეკლასელი ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო. მოსწავლეებმა წარადგინეს ყველაფერი რაც მოამზადეს პროექტის ფარგლებში. არსებობს მესამე ეტაპის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ერთვის პროექტს.



  









































No comments:

Post a Comment