ინტეგრირებული გაკვეთილები



ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ქართულში






































ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ქართულში
თემა: ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "HELLADOS"

        გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის დაკვირვებით კითხვისას ამოიცნონ ხატოვანი გამოთქმები და სალიტერატურო ენისთვის მიუღებელი სიტყვები. გადმოწერონ სწორად და თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით დაახარისხონ.
    მათემატიკის მიხედვით მოძიებული სიტყვებით ააგონ: სვეტოვანი, წრიული და წერტილოვანი დიაგრამები.
        გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები ე.ს.გ მიხედვით: 
   ქართ VII.5 მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს ზეპირმეტყველების ძირითად ძირითად ენობრივ მახასიათებლებს.

   სანამ ინტეგრირებულ გაკვეთილს დავგეგმავდი, ვიფიქრე, რომ ტექსტში მოცემული ფრაზეოლოგიზმები და სალიტერატურო ენისთვის მიუღებელი სიტყვების მოძიება და დახარისხება მხლოდ ქართული ლიტერატურის კუთხით ყველა მოსწავლისთვის არ იქნებოდა საინტერესო. ამიტომ გავესაუბრე მათემატიკის მასწავლებელს და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი.
       ვფიქრობ, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეები დიდი ინტერესით პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დავალებებს. შეძლეს დიაგრამების აგება და მოძიებული და დახარისხებული სიტყვების სწორად გადატანა. შეძლეს ცოდნის გაუმჯობესება. მიეცათ საშუალება გამოეყენებინათ აზროვნების სტრატეგია. კრიტიკულად განიხილავდნენ იდეებს და ახდენდნენ მათ სინთეზს.


   კოლეგებმა მოგვიწონეს გაკვეთილი და თვითონაც გაუჩნდათ სურვილი ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილი. გვთხოვეს დახმარება და თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კოლების მოცემული შენიშვნა ღირებული და გასათვალისწინებია. ხშირად ვერ ვხედავთ ჩვენს შეცდომებს, თუ ვინმე მიმითითებს და მასწავლის, დიდი სიამოვნები მივიღებ და გავითვალისწინებ მომავალში.



ინტეგრირებული გაკვეთილი ლიტერატურასა და ისტორიაში




   





















ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
ინტეგრირებული გაკვეთილი ლიტერატურასა და ისტორიაში
თემა: სერგო კლდიაშვილის "ერისთავი ცოტნე"

     გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტში ამოიცნონ მთავარი აზრი, მოიძიონ და ერთმანეთისაგან განასხვაონ ისტორიული ფაქტები და მწერლის ფანტაზია, გადმოსცენ წერილობით. შეიცნონ მთხრობელის დამოკიდებულება გმირის მიმართ. მოიძიონ და შექმნან შესაბამისი ვიზუალური მასალა. 
          გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები ე.ს.გ. მიხედვით.
          ქართ. VII.1. მოსწავლე მოიძიებს და საგანგებოდ ქმნის ვიზუალურ მასალას.
     ქართ. VII.7. ამოიცნობს მასალაში მთავარ აზრს, განასხვავებს ფაქტებსა და მწერლის ფანტაზიას. აჯამებს მათ წერილობით.
         ქართ. VII.7. აჯამებს მთხრობელის დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ.
                
   
 სანამ ინტეგრირებულ გაკვეთილს დავგეგმავდი, გაკვეთილის გამრავალფეროვნების მიზნით გადავწყვიტე გავცნობოდი ისტორიულ ფაქტებს, ეპოქას, მონღოლთა ბატონობის სიმძიმეს, კოხტასთავის შეთქმულებასა და ცოტნე დადიანის დამსახურებას ქვეყნის წინაშე. ამ მიზნით გავესაუბრე ისტორიის მასწავლებელს და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი.
     ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ, რადგან მოსწავლეები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დავალებას. მოიძიეს ინფორმაცია: ცოტნე დადიანის, ვარამ გაგელის, კუპრი შოთას, სარგის თმოგველისა და ყვარყვარე ჯაელის შესახებ. შექმნეს ცოტნე დადიანის პორტრეტი. სერგო კლდიაშვილის მოთხრობაში, "ერისთავი ცოტნე", ამოიცნეს და ერთმანეთისაგან განასხვავეს ისტორიული ფაქტები და მწერლის ფანტაზია. შეიცნეს მთხრობელის დამოკიდებულება გმირის მიმართ. მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის გაუმჯობესება.


   კოლეგებმა მოგვიწონეს გაკვეთილი და თვითონაც გაუჩნდათ სურვილი ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილი. გვთხოვეს დახმარება და თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ ამისათვის, რადგან კოლეგის მოცემული შენიშვნა ყოველთვის გასათვალისწინებელია, ხშირად ვერ ვამჩნევთ ჩვენს შეცდომებს, თუკი ვინმე მიმითითებს და მასწავლის, დიდი სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ მომავალში.








სამოდელო გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
პედაგოგი: ლალი აბელაშვილი


ინდივიდუალური,
ჯგუფური

გაკვეთილის თემასერგო კლდიაშვილის "ყანჩა და კაკაბი",
ვაჟა-ფშაველას "უნუგეშო ყოფნა"
სწავლების საფეხურიდაწყებითი V კლასი
გაკვეთილების აქტუალობა  - მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ უნარი - ჯგუფური, ინდივიდუაური კომუნიკაციისა.
-  მოსწავლეებს განუვითაროთ უნარი ტექსტის გააზრებისა, პერსონაჟის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვისა და მათი საქციელის შეფასებისა.
- გამოვუმუშაოთ უნარი ტექსტში ამოიცნოს მთავარი სათქმელი, მხატვრული საშუალებები და აღიქვას ენობრივ - გრამატიკული ფორმები.(ამოიცნოს ზედსართავი სახელები, ზმნები, დიალექტები და რითმა)
- გამოვუმუშაოთ წაკითხულის ინტერპრეტაციის უნარი (შეძლოს ტექსტის I-პირში გადაყვანა).
გაკვეთილის მიზნები და შედეგები ქართ V.2. ახდენს ინდივიდუალურ კომუნიკაციას.
ქართ V.8. გაიაზრებს ტექსტს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ და აფასებს მათ საქციელს.
ქართ V.11. კითხვის დასმით ამოიცნობს მწერლის მთავარ სათქმელს.
ქართ V.9. აკეთებს ტექსტის ინტერპრეტაციას 1-ლ პირში.
წინარე ცოდნაახასიათებენ პერსონაჟებს, კითხულობენ ხმამაღლა.
შეფასების საგანი და პროცედურებიშეფასების რუბრიკა, მოსმენა, დაკვირვება.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი- გავაცნობ ჯგუფური და ინდივიდუაური მუშაობის ფორმატს - 3წთ
- ზეპირი შემაჯამებლით მიმოვიხილავთ "ყანჩა და კაკაბს" - 10 წთ.
- ტექსტიდან შევქმნით "გონებრივი იერიშის რუკას"-15 წთ.
- იმუშავებენ ჯგუფებში და მოძებნიან რითმებს - 4 წთ.
- იმუშავებენ ჯგუფებში და ტექსტს გადაიყვანენ პირველ პირში. - 5 წთ.
- წაიკითხავენ ლექსს მთლიანად - 3 წთ.
- შეფასება - 3 წთ.
- საშინაო დავალება - 2 წთ.



მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები საშუალოზე დაბალი საშუალო კარგი
ტესტი გავიაზრე სიღრმისეულად. პერსონაჟების მიმართ მკაფიოდ გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება.


ლექსში, ჩემ მიერ დასმული კითხვები მეგობრებისთვის იყ გასაგები


ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან





ჩემი თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები დიახ არა
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარვმართე

აქტივობები გაწერილ დროში შევასრულე

მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა

მივაღწიე დასახულ მიზანს






ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ლიტერატურასა და ისტორიაში

გაკვეთილის თემა ქართული: რევაზ ინანიშვილის "ხორასნელი ჭაბუკი"
ისტორია: "თემურ ლენგი და საქართველო"
სწავლების საფეხური დაწყებითი მე-5 კლასი
გაკვეთილსი აქტუალობა - ბავშვებს განუვითრდებათ ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები, სათაურისა და ტექსტის გააზრებულად დაკავშირების უნარი, პერსონაჟების დახასიათებისა და მათი ქცევის შეფასების უნარი მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
- მოსწავლეებს განუვითარდებათ წყაროებსა და ტექსტზე მუშაობის, დამოუკიდებელ აზროვნების უნარი, სწავლის უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები -ხმამაღალი კითხვის, სათაურისა და შინაარსის დაკავშირების, პერსონაჟთა დახასიათებისა და ქცევის უნარის განვითარება.
- ჯგუფში და წყვილებში მუშაობის უნარის განვითარება
შედეგი:
ქართ. V.6. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღალი კითხვა.
ქართ.  V.8. მოსწალვეს შეუძლია სათაურისა და ტექსტის   ერთმანეთთან გააზრებული დაკავშირება და პერსონაჟთა დახასიათება მათი საქციელიდან გამომდინარე.
ისტ. V. მოსწავლეებს გაუადვილდებათ განსხვავებული და განცალკევებული ინფორმაციის ერთიანად აღქმა.
ისტ. V. შეძლებენ ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევას.
წინასწარი ცოდნა ქართ. კითხულობენ ხმამაღლა, ახასიათებენ და აფასებენ პერსონაჟებს.
ისტ. ეცნობიან გაკვეთილის ტექსტს.
შეფასების საგანი და პროცედურები შეფასების რუბრიკა, მოსმენა, დაკვირვება.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი ქართ:
- მოსწავლეებს შევახსენებ ხმამაღალი კითხვის, სწავლების აუცილებლობას ტექსტის შინაარსობრივად სწორად გააზრებისათვის. (5 წთ)
- დავავალებ მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი მოძებნონ კავშირი შინაარსსა და სათაურს შორის, დაახასიათონ პერსონაჟები და შეაფასონ მათი საქციელი. (10 წთ)
- ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას (10 წთ)
ისტ:
- მოსწავლეებს შევახსენებ ეპოქას, რა მდგომარეობა იყო საქართველოში და რა შედეგი მოიტანა თემურ-ლენგის შემოსევამ ქვეყანაში (5 წთ)
- გააკეთებენ პრეზენტაციას (10 წთ)
- შეფასება (3 წთ)
- რეფლექსია (2წთ)


შეფასების რუბრიკა




კრიტერიუმები1 - 3 4 - 5 6 - 7 8 - 9
ვერ ახდენს ტექსტიდან და წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირებასუჭირს ტექსტის და წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირება მასწავლებლის დახმარებით ახდენს ტექსტიდან და წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირებას კარგად აკავშირებს ტექსტიდან და წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას
ვერ ახდენს ტექსტიდან ფაქტობრივი მასალის ამოკრეფას უჭირს ტექსტიდან ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრეფა ამღავნებს ისტორიული დროის გაგების უნარს აქვს ისტორიული ეპოქის განცდა ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე
არ აქვს სათანადო პასუხი დასმულ კითხვებზე დასმულ კითხვებზე ზოგიერთი პასუხი ბუნდოვანია კითხვებზე აქვს მოკლე და დაუსაბუთებელი პასუხები დასმულ კითხვებზე აქვს მკაფიო პასუხი და არ იწვევს გაუგებრობას



ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
ინტეგრირებული გაკვეთილი ლიტერატურასა და ისტორიაში
თემა: რევაზ ინანიშვილის "ხორასნელი ჭაბუკი"

         გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის ხმამაღალი კითხვა, გააზრებულად დააკავშირონ სათაური და ტექსტი. დაახასიათონ პერსონაჟები და შეაფასონ მათი ქცევიდან გამომდინარე. 

             გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები ე.ს.გ. მიხედვით
             ქართ. V.6. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღალი კითხვა.
     ქართ. V.8. მოსწავლეს შეუძლია სათაურისა და ტექსტის ერთმანეთთან გააზრებული დაკავშირება და პერსონაჟთა დახასიათება მათი საქციელიდან გამომდინარე.

            სანამ ინტეგრირებულ გაკვეთილს დავგეგმავდი, ვიფიქრე, რომ გაკვეთილი მხოლოდ ლიტარატურის კუთხით მოსწავლეთათვის საინტერესო არ იქნებოდა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გაკვეთილი გამემდიდრებინა ისტორიული სინამდვილით. გავესაუბრე ისტორიის მასწავლებელს და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილები. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეები დიდი ინტერესეითა და პასუხისმ გებლობით ასრულებდნენ დავალებებს. შეძლეს სათაურისა და ტექსტის გააზრებულად დაკავშირება, ხმამაღალი კთხვა, პერსონაჟების დახასიათება მათი ქცევიდან გამომდინარე. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოიძიეს მასალა თემურ-ლენგის შესახებ, მისი ინტერესე საქართველოსადმი, შეაგროვეს მასალები ბირთვისის ციხის შესახებ და აღწერეს საქართველოს მდგომარეობა 1403 წელს. ამგვარი მუშაობით მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის გაღრმავება.


            კოლეგემბა მოგვიწონეს გაკვეთილი და თვითონაც გაუჩნდათ სურვილი ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილი. გვთხოვეს დახმარება და აუცილებლად ვითანამშრომლებთ. კოლების მიერ მოცემული შენიშნვა ყოველთვის გასათვალისწინებელია. ხშირად ვერ ვამჩნევთ ჩვენს შეცდომებს და თუ ვინე მიმითითებს და მასწავლის, დიდი სიამოვნებით მივიღებ, რათა გავითვალისწინო მომავალში.














No comments:

Post a Comment